ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენა გენდერულ თანასწორობაზე საქართველოში"
14/07/2009

მედია ანონსი

15 ივლისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

"გლობალური  ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენა გენდერულ თანასწორობაზე საქართველოში"

პარასკევს, 17 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"  (თელავის ქ. 20) გაიხსნება კონფერენცია თემაზე "გლობალური  ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენა გენდერულ თანასწორობაზე საქართველოში".

გლობალურმა  ეკონომიკურმა კრიზისმა  მნიშვნელოვანად იმოქმედა ეკონომიკური განვითარების პროცესებზე,  სიღარიბის შემცირებასა და გაეროს ათასწლეულის მიზნების განხორციელებაზე. ეკონომიკურმა რეცესიამ გამოიწვია ეკონომიკის რიგი დარგების შემცირება და უმუშევრობის  მასშტაბური ზრდა მთელ მსოფლიოში. ეს პროცესები მწვავე  პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე მიმდინარეობს საქართველოში. ამ პრობლემების გადაჭრას, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • გლობალური ფონანსური კრიზისის გავლენა გენდერული და სოციალური უთანასწორობის პრობლემებზე;
  • მაკროეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგობრივი ასპექტები საქართველოში;
  • სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის,  სოციალური სამართლიანობისა და  გენდერული თანასწორობის  მიღწევის გზები, პერსპექტივები.

კონფერენციას გახსნიან ქ-ნ რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლემენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში და ქ-ნ ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი   წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში.  

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართვლოს პარლამენტისა და მთვრობის, ქალთა არასამთავრობო  ორგანიზაციების,  სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  გენდერისა და ეკონომიკის ექსპერტები.  

კონფერენციის მსვლელობის დროს იგეგმება პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნის - "ფინანსური პოლიტიკის გენდერული განზომილებანი საქართველოში" - პრეზენტაცია.  

კონფერენცია ორგანიზაებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "გენდერი და პოლიტიკის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით.

იხილეთ კონფერენციის თანდართული განრიგი ჩამოსატვირთად.

 # # #

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჩარიტა ჯაში
გაეროს განვითარების პროგრამის
პროექტის "გენდერი და პოლიტიკა" ექსპერტი
ტელ: 25 31 66
მობ: 877 419 032

 

 

წაკითხულია: 7700